სახელმწიფო კომპანია საფერავს ლარ-ნახევრად ჩაიბარებს, ხოლო მევენახეებს, რომლებსაც აღნიშნული ჯიშის ყურძენი ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული, მთავრობა სხვაობას დაუკომპენსირებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მას არ დაუკონკრეტებია, რა თანხა გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან საფერავის სუბსიდირებისთვის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
დღევანდელ ბრიფინგზე კობახიძემ აღნიშნა, რომ წელს საფერავის ჯიშის ყურძნის მოსავალი რეკორდულია.
„ინტენსიურად მიმდინარეობს ყურძნის ჩაბარება და უკვე გადამუშავებულია 35 ათასი ტონა ყურძენი. თუმცა, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, გახდა საჭირო, მოსავალი მაქსიმალურად სწრაფად დაბინავდეს, რათა ყურძენი არ გაფუჭდეს და მისი გადამუშავება დროულად მოხდეს. აქედან გამომდინარე, ყოველდღიურად მზარდია ყურძნის ჩაბარებაზე მოთხოვნა მევენახეების მხრიდან.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვყოთ დამატებითი რესურსი და სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს ათამდე ლოკაციაზე ლარნახევრად ჩაიბარებს. ამასთან, მევენახეებს, რომლებსაც დღემდე ლარნახევარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, საქართველოს მთავრობა დაუკომპენსირებს სხვაობას ლარნახევარსა და მიღებულ საფასურს შორის“, - განაცხადა კობახიძემ.
აქამდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მხოლოდ რქაწითელის ჯიშის ყურძენი სუბსიდირდებოდა. კერძოდ, მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სუბსიდიით სარგებლობს ის კომპანია, რომელიც არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს ყიდულობს და შესყიდული 1 კილოგრამის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს არანაკლებ 1 ლარს უხდის.
კახეთში რთველი აგვისტოს ბოლოს დაიწყო. ღვინის კომპანიები საფერავს 1.30-1.40 ლარად იბარებდნენ, გარკვეულ პერიოდში კი ყურძნის მიღება შეწყვეტილიც ჰქონდათ. ყურძნის ფასით უკმაყოფილო მევენახეებმა საპროტესტო აქცია რამდენჯერმე გამართეს.
