საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასის განცხადებით, საქართველოში დაკავებული ყველა მომიტინგე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ამის შესახებ მან საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
„მოკლედ განვიხილეთ საქართველოში არსებული ვითარება. რეპრესიული კანონმდებლობის მიღება და ძალის გადამეტებული გამოყენება მომიტინგეების წინააღმდეგ რეგიონში საგანგაშო გაუარესებაა. ყველა ეს მომიტინგე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
ცხადია, რომ ის ნაბიჯები, რასაც საქართველო დგამს, არ მიდის ევროპის მიმართულებით. ჩვენ ველით, რომ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება კანდიდატი ქვეყნის მიერ, როგორიც საქართველოა. საქართველო ნამდვილად არ დგამს სწორ ნაბიჯებს“, - განაცხადა კალასმა.
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 600-მდე ადამიანი დააკავა. მათგან 50-ზე მეტს ბრალი სისხლის სამართლის სხვადასხვა მუხლით აქვს წარდგენილი და რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრება. დაკავებულთა შორისაა დამოუკიდებელი გამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი.
