საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
- 3 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 4 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 5 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
- 6 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
„ვულოცავ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არჩევნებში მის გადამწყვეტ გამარჯვებას“, - დაწერა კობახიძემ პლატფორმა X-ზე. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ტრამპის ხელმძღვანელობა ხელს შეუწყობს მშვიდობას, როგორც გლობალურად, ისე ჩვენს რეგიონში, უზრუნველყოფს საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვას.
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ამერიკის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„გილოცავთ არჩევას, ბატონო პრეზიდენტო. ძლიერი ამერიკა - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და 33 წლის მეგობარი - ახლა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის, რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გასაძლიერებლად და ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად“, - წერს ზურაბიშვილი X-ზე.
აშშ-ში 5 ნოემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი დამაჯერებლად ლიდერობს. მან თავი უკვე გამოაცხადა გამარჯვებულად და ფლორიდაში მხარდამჭერებსაც მიმართა. დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი იქნება.
