საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
- 3 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 4 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
„ევრო 2024“-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფის ფინალი საქართველოსა და საბერძნეთს შორის „დინამო არენაზე“ გაიმართა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ, 0:0 დასრულდა. თამაშის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა, სადაც საქართველომ საბერძნეთი 4:2 დაამარცხა. მეტოქის კარში გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა, ზურიკო დავითაშვილმა, ლაშა დვალმა და ნიკა კვეკვესკირმა გაიტანეს.
„მადლობა ქართველ გულშემატკივარს. 120 წუთი ასეთი გულშემატკივრობა... ბევრ სტადიონზე მაქვს ნათამაშები, მაგრამ ასეთი რამ არსად მინახავს. თქვენ იყავით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისა, რომ დღეს ჩვენ გავიმარჯვეთ“, - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს 18 ივნისს, დორტმუნდში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.
საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი 4 წლის წინაც ჰქონდა, თუმცა მაშინ პლეიოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა.
