საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) უახლესი საზოგადოებრივი აზრის კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნას მხარს არ უჭერენ. გამოკითხულთა 78% წინააღმდეგია რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის, ბიზნესის რეგისტრაციის ან ქონების შეძენის უფლება ჰქონდეთ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 კადიროვმა თავისი 20 წლის ვაჟი, ახმატი, ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დანიშნა
- 3 ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს
- 4 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 5 ცხინვალში განაცხადეს, რომ ვენესუელის გადაწყვეტილების კანონიერება თბილისის შესაფასებელი არ არის
- 6 საქართველოში თოვლიანი ამინდი 3 იანვრამდე შენარჩუნდება
„ჩვენი მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეები ეწინააღმდეგებიან სამხედრო მობილიზაციას გამოქცეული რუსების მასობრივად შემოდინებას ქვეყანაში. საჭიროა რომ საქართველოს მთავრობამ მხედველობაში მიიღოს და გაითვალისწინოს აღნიშნული განწყობა“, - განაცხადა სტივენ ნიქსმა, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის წარმომადგენლობის დირექტორმა.
კითხვაზე, როგორ აფასებთ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ურთიერთობას რუსეთთან: ჯამში 42% დადებითად აფასებს (12% ძალიან დადებითად 30% ნაწილობრივი დადებითად) 50% კი უარყოფითად (29% ძალიან უარყოფითად, 21% კი ნაწილობრივ უარყოფითად)
საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, რამდენად უსაფრთხოდ გრძნობთ თავს, 13%-მა განაცხადა რომ ძალიან უსაფრთხოდ. 36%-მა კი უპასუხა, რომ ნაწილობრივი უსაფრთხოდ. ჯამში 49% თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს.
დასრულდა თუ კვლავ გრძელდება საქართველოსადმი რუსეთის აგრესია, 76% პასუხობს, რომ ის ჯერ კიდევ გრძელდება. 18%-ს მიაჩნია, რომ დასრულდა, მაგრამ შესაძლოა განახლდეს. მხოლოდ 4% ფიქრობს, რომ რუსეთის აგრესია დასრულდა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ განახლდება.
ჩამოთვლილთაგან რისი უფლება უნდა ჰქონდეს რუსეთის მოქალაქეებს: შემოვიდნენ საქართველოში უვიზოდ - 14% ემხრობა, დაარეგისტირონ ბიზნესი - 8% ემხრობა, შეიძინონ ქონება - 5% ემხრობა. 78% კი ფიქრობს, რომ მათ არც ერთი ზემოთჩამოთვლილის უფლება არ უნდა ჰქონდეთ.
მოქალაქეთა 38% ფიქრობს, რომ რუსი ტურისტები საქართველოში არ უნდა შემოუშვან სანამ არ დააბრუნებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, 26% მათდამი კეთილგანწყობილია ეკონომიკური საჭიროებების გამო.
IRI-ს დაკვეთით კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში პირისპირ ინტერვიუს გზით. კვლევაში მონაწილეობდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი შეადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %.
