ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში, რიჩარდ ნეფიუ, 15-18 იანვარს, საქართველოსა და სომხეთს ეწვევა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 5 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 6 ხაზარაძე და გახარია: ჩვენს პარტიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შედგა
რიჩარდ ნეფიუ ორივე ქვეყანაში განიხილავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გაწეულ ძალისხმევასა და გამოწვევებს, ასევე, შემდგომი თანამშრომლობის სფეროების განსაზღვრის საკითხს.
„კოორდინატორი ნეფიუ სომხეთში მთავრობის თანამდებობის პირებს შეხვდება, მათ შორის, მართლმსაჯულების სექტორისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, მონაწილეობას მიიღებს სამოქალაქო საზოგადოების მრგვალ მაგიდაში. საქართველოში ის შეხვდება მთავრობის, ანტიკორუფციული ინსტიტუტების, საგამოძიებო ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს“, - ნათქვამია კოორდინატორის პრესსპიკერის ოფისის განცხადებაში.
ანტოკორუფციული ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, საქართველოში მაღალ დონეზე კორუფცია ისევ გამოწვევად რჩება და ამ დრომდე, ვერ მოხდა ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ელიტურ კორუფციას ეფექტურად გაუმკლავდებოდა.
2023 წელს, პირველად 20 წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის (OECD/ACN) მონიტორინგში მონაწილეობაზე. მონიტორინგის მიზანი ქვეყნის ანტიკორუფციული გარემოს ძირეული შეფასება, გამოწვევების გამოვლენა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემაა.
ელიტური კორუფციის პრობლემის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა, გიორგი გახარიამაც გააკეთა. მისი თქმით, გაზრდილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის ჯიბეში მიდის.
