ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, უკანონო პატიმრობაში საქართველოს 11 მოქალაქე იმყოფება. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 ირაკლი რუხაძის თქმით, ტელეკომპანია „იმედი“ გაყიდა
დღეს, 29 სექტემბერს, სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 127-ე შეხვედრა იმართება. ბოლო შეხვედრიდან, 22 ივლისიდან დღემდე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 7 ადამიანი გაიტაცეს.
„პირველი იანვრიდან დღემდე დაფიქსირდა უკანონოდ დაკავების 23 შემთხვევა და დღეს სახეზე გვყავს 11 უკანონოდ დაკავებული. საანგარიშო პერიოდს რაც შეეხება, ვგულისხმობ წინა შეხვედრიდან დღემდე, 7 უკანონო დაკავება მოხდა.
ყურადღება გამახვილდება უკანონო, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე. საანგარიშო პერიოდში ადგილი ჰქონდა უკანონო ბორდერიზაციის 8 ფაქტს“, - განაცხადა ანთიძემ.
ირაკლი ანთაძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხება არასრულწლოვნების გატაცებასაც. 27 სექტემბერს, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარაშენთან, საოკუპაციო ხაზთან, ხუთი ბავშვი გაიტაცეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს.
„მთავარია, რომ არასრულწლოვანები სახლში იმყოფებიან. მოხდა კომუნიკაცია და მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, დაახლოებით 30-40 წუთზე იყო საუბარი, დაბრუნდნენ საკუთარ ოჯახებში და თავს კარგად გრძნობენ. ფაქტს ადგილი ჰქონდა თამარაშენის მიმდებარე ტერიტორიაზე. საოკუპაციო ხაზის, სოფლის მიმდებარედ სეირნობდნენ ბავშვები, რა დროსაც დააკავეს. საინტერესოა, დეტალები მოვისმინოთ თავად იმ მხარისგან, რომელმაც ამგვარი ქმედება განახორციელა“, - აღნიშნა ანთაძემ.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ განხილვის მთავარი თემა, ისევე როგორც ადრე, ჩორჩანაში 2019 წლის აგვისტოს ბოლოდან განთავსებული პოლიციის საგუშაგოს საკითხი იქნება. საოკუპაციო რეჟიმი მიიჩნევს, რომ საგუშაგო „სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე“ უკანონოდ დგას და წლებია, მის აღებას ითხოვს.
