რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარაშენთან, საოკუპაციო ხაზთან, ხუთი ბავშვი გაიტაცეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. შემთხვევა დღეს, 27 სექტემბერს მოხდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
„ბავშვები ჩვენთან და უსაფრთხოდ არიან“, – განაცხადეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და აღნიშნეს, რომ სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
გატაცებაზე ერთ-ერთი ბავშვის მამამ, ბესო სიდამონიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, მომხდარის შესახებ იმ მოზარდისგან შეიტყვეს, რომელმაც გაქცევა მოახერხა. საუბარია 10-12 წლის ასაკის ბავშვებზე.
„ქარელის რაიონში, სოფელ თამარაშენში ბავშვები იყვნენ ამოსულები, თამაშობდნენ, საოკუპაციო ხაზთან, ჩვენს ტერიტორიაზე. გაიტაცეს ბავშვები. რუსები იყვნენ თუ ოსები, ამას ვერ დაგიდასტურებთ. საშინელ მდგომარეობაში ვართ. თუ ვინმეს მიუწვდება ხმა საელჩოებთან ან თვითაღიარებულ რესპუბლიკასთან, გთხოვთ, დაგვეხმაროთ“, - ამბობდა ბესო სიდამონიძე.
მან მოგვიანებით დაადასტურა, რომ ბავშვები საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.
„დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ გორში მიჰყავთ პოლიციის დეპარტამენტში. ბავშვები ჯერ არ გვინახავს. გულები გვაქვს დახეთქილი. დიდი მადლობა ყველას, ვინც დაგვეხმარა და ბავშვების გათავისუფლებაში წვლილი შეიტანა“, - თქვა სიდამონიძემ.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს მომხდარის თაობაზე განცხადება არ გაუვრცელებია.
