ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის საბოლოოდ მიღებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის საქართველოს ევროპას აშორებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 5 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 6 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
„საქართველო უკეთესს იმსახურებს. დამოუკიდებლობის დღიდან სულ რამდენიმე დღეში ახალი კანონის მიღება წარმოადგენს დემოკრატიული ღირებულებებიდან საშიშ მოწყვეტას. ეს აშორებს ქვეყანას ევროპას. ლიეტუვა ყოველთვის მხარს დაუჭერს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს და მის მამაც ხალხს“, - წერს გიტანას ნაუსედა და ქართველ კოლეგას, სალომე ზურაბიშვილს „მტკიცედ ყოფნას“ უსურვებს.
რუსული კანონის მიღების შესახებ კომენტარი გააკეთა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმაც: „ძალიან სამწუხარო დღეა საქართველოსთვის და დანარჩენი ევროპისთვის. ამ კანონის მიღება ფაქტობრივად აჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და არავის სარგებელს არ მოუტანს, თითქმის არავის“.
დღეს, 28 მაისს, საქართველოს პარლამენტმა რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია და 84 ხმით დაამტკიცა. ეს გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო, ხოლო ევროკავშირმა განაცხადა, რომ წევრი ქვეყნები განიხილავენ ყველა ვარიანტს განვითარებულ მოვლენებზე რეაგირებისათვის.
