ევროკავშირი საქართველოს პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას და ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის დამტკიცებას ეხმაურება. გავრცელებული განცხადების მიხედვით, ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები განიხილავენ ყველა ვარიანტს განვითარებულ მოვლენებზე რეაგირებისათვის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 3 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 4 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 5 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 6 კალაძე შენობების ფასადების „ვანდალურად მოხატვისთვის“ კანონის გამკაცრებას ითხოვს
„ევროკავშირი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა დაეძლია პრეზიდენტის ვეტო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე და უგულვებელყო ვენეციის კომისიის დეტალური სამართლებრივი არგუმენტები, მკაფიო რეკომენდაცია ამ კანონის გაუქმების შესახებ“, - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.
ევროკავშირი კვლავ აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს.
„მისი ამოქმედება გამოიწვევს ევროკავშირის ლიდერების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სტატუსის შესახებ ევროკომისიის რეკომენდაციის ცხრა ნაბიჯიდან სულ მცირე სამში (დეზინფორმაციის, პოლარიზაციას, ფუნდამენტური უფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობის შესახებ) უკუსვლას და უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს ევროკავშირის გზაზე. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღმა, აქამდე არასაკმარისი პოლიტიკური ყურადღება იყო მობილიზებული ცხრა ნაბიჯზე არსებითი პროგრესის მისაღწევად“, - ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეცვალოს ეს ტენდენცია და „მტკიცედ დაბრუნდეს ევროკავშირის გზაზე“.
„ჯერ კიდევ არის დრო დინამიკის შესაცვლელად, მაგრამ საჭიროა ხელისუფლების ორგანოების მტკიცე პასუხისმგებლობა. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები განიხილავენ ყველა ვარიანტს ამ მოვლენებზე რეაგირებისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას და ვაღიარებთ აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს მათი ქვეყნის ევროპული მომავლის სასარგებლოდ“, - აცხადებენ ევროკავშირში.
28 მაისს, საქართველოს პარლამენტმა რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია და 84 ხმით საბოლოოდ დაამტკიცა.
