საჯარო მოსამსახურეებმა იუსტიციის სახლს დამოუკიდებელი პროფკავშირის რეგისტრაციისთვის მიმართეს. ორგანიზაციის ერთ-ერთი მიზანი საჯარო მოსამსახურეების შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებებისა და სამართლებრივი ინტერესების დაცვა იქნება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 2 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 3 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 4 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
- 5 ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს და რუსეთს გადასცეს
- 6 სააკაშვილი: აპირებენ ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში
დამფუძნებლების განცხადებით, „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ ამჟამად არასრულად წარმოადგენს საჯარო სექტორში დასაქმებულ იმ პირებს, რომლებმაც საჯარო განცხადებებით გამოხატეს ერთგულება კონსტიტუციის 78-ე მუხლში გაცხადებული საქართველოს მოსახლეობის ნებისა და სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების მიმართ, რაც გულისხმობს ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევრო ატლანტიკური მისწრაფებების დაცვას.
„ორგანიზაცია დაფუძნებისთანავე დღის წესრიგში დააყენებს იმ რეპრესიული აქტის საკითხს, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო სამსახურებში პოლიტიკური წმენდის დაკანონებას. პროფესიული კავშირი მზად არის, მიმართოს კანონის ფარგლებში არსებულ ყველა ზომას და დაიცვას საჯარო მოსამსახურეების უფლებები“, - განაცხადეს ორგანზიაციაში.
13 დეკემბერს „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით მიიღო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში 4 დეკემბერს ინიცირებული ცვლილებები, რის შედეგადაც საჯარო სამსახურში დასაქმებულთა მდგომარეობა უარესდება. კერძოდ, საჯარო მოხელეები შეფასდებიან 6 თვეში ერთხელ, ხოლო არადამაკმაყოფილებელი შეფასების შემთხევვაში, ხელფასის 20% ყოველთვიურად დაუკავდება მომდევნო შესაფასებელი პერიოდის დაწყებამდე; რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან გათავისუფლებული პირის საჩივრის/სარჩელის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილება არ გამოიწვევს საჯარო სამსახურში მის აღდგენას; დეპარტამენტის უფროსი და მისი მოადგილე საჯარო მოხელეები აღარ იქნებიან და ადმინისტრაციული შეთანხმებით დასაქმდებიან.
საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცებამდე არაერთი საჯარო მოხელე გაემიჯნა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დღის წესრიგში არ დააყენოს. ბევრი საჯარო მოხელე მონაწილეობს 28 ნოემბრიდან მიდინარე საპროტესტო აქციებშიც, რომლის მთავარი მოთხოვნა ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა.
