საბერძნეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს. ძლიერი ქარის გამო ცეცხლი სწრაფად ვრცელდება და ათენს უახლოვდება. ათზე მეტი სოფლიდან და ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 5 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 6 ტაილანდელი იუთუბერი საქართველოში გარდაცვლილი იპოვეს
ხანძარი კვირას, შუადღისით, დედაქალაქიდან დაახლოებით 30 კილომეტრის მოშორებით, ვარნავაში გაჩნდა.
„ჩრდილო-აღმოსავლეთ ატიკის მაცხოვრებლები შეეჩეხნენ უკიდურესად საშიშ ტყის ხანძარს, რომელსაც დრამატულ პირობებში 20 საათზე მეტია ვებრძვით. გამოწვევაა ძლიერი ქარი, გვალვა და ხშირი ტყის ძალიან რთული და უხეში რელიეფი“, - განაცხადა კლიმატის კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის მინისტრმა, ვასილის კიკილიასმა.
ოფიციალური ინფორმაციით, ხანძრის ქრობის სამუშაოებში 670-ზე მეტი მეხანძრე, 183 სახანძრო მანქანა, 32 სახანძრო თვითმფრინავი და ვერტმფრენია ჩართული.
საქართველოს საელჩო საბერძნეთში მცხოვრებ თანამემამულეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ შესაბამისი უწყებების მიერ გავრცელებულ მითითებებს, მათ შორის, გამოცხადების შემთხვევაში, ევაკუაციის მოთხოვნებს. საელჩოში აცხადებენ, რომ ცხელი ხაზით (+306952220000) „რაიმე შეტყობინება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან“ არ მიუღიათ.
