რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან შეკრებილმა ათასობით დემონსტრანტმა გმირთა მოედანზე გადაინაცვლა. ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა ყველა მიმართულებით პარალიზებულია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
გმირთა მოედანზე მოქალაქეები 19:00 საათისთვის შეიკრიბნენ და რამდენიმე მიმართულებით გადაკეტეს გზა. ადგილზე მისულმა პოლიციელებმა გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება დაიწყეს, მოქალაქეები ძალის გამოყენებით გაიყვანეს, რამდენიმე მათგანი კი დააკავეს. აქციის მონაწილეების დაკავების ერთ-ერთ ეპიზოდში საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე გოგა მემანიშვილიც მონაწილეობდა.
დაახლოებით 20:45 საათზე, პარლამენტის წინ შეკრებილი დემონსტრანტები გმირთა მოედნისკენ დაიძრნენ. მსვლელობაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც მონაწილეობდნენ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფარგლებში ექცევა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, შეწყვიტოს ადმინისტრაციული დაკავებები, მისცეს მოქალაქეებს პროტესტის გამოხატვის საშუალება. საია პოლიციელებსაც მოუწოდებს, არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს.
რუსული კანონის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქციები თბილისში 15 აპრილიდან მიმდინარეობს. მოქალაქეების პროტესტისა და საერთაშორისო მოწოდებების მიუხედავად, „ქართული ოცნება“ უარს ამბობს კანონის უკან გაწვევაზე.
