„გახარია - საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი რუსუდან თევზაძე უარს ამბობს პარლამენტის დეპუტატის მანდატზე და პარტიასაც ტოვებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
„მოგეხსენებათ, რომ 2021 წლიდან ვარ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი და განათლებისა და კულტურის მიმართულების კურატორი. სწორედ, პოლიტიკური პარტიის წევრის სტატუსით ვცდილობდი, ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების კეთებას. მოგეხსენებათ ისიც, რომ მაქვს დეპუტატის მანდატი, რომელიც კოლეგებთან და მეგობრებთან, რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე ერთობლივი მუშაობით მივიღე.
თუმცა, დღეს და ახლა, საქართველოსთვის უკიდურესად მძიმე საშინაო და საგარეო გამოწვევების ფონზე, მივიღე ადამიანურად ურთულესი, მაგრამ ვფიქრობ მოქალაქეობრივად სწორი გადაწყვეტილება, ჩემი შვილებისა და მათი თაობის მომავლის სასარგებლოდ. უარს ვამბობ პარლამენტის მანდატზე და ვტოვებ პარტიას“, – წერს რუსუდან თევზაძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე.
ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიღებული გადაწყვეტილება „არცერთ შემთხვევაში, არ არის“ მიმართული პოლიტიკური პარტიის, „გახარია - საქართველოსთვის“ წინააღმდეგ.
20 ოქტომბერს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიამ განაცხადა, რომ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს. რუსუდან თევზაძე პარტიის იმ 12 წევრს შორისაა, რომელთა სადეპუტატო უფლებამოსილებაც, 2 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა ცნო. 12-ეულში ასევე არიან: გელა აბულაძე, ჯემალ ანანიძე, ქეთევან ბაკარაძე, მალხაზ თორია, შალვა კერესელიძე, სალომე კობალაძე, გიგა ფარულავა, ვიკა ფილფანი, გიორგი შარაშიძე, თამარ ხვედელიანი და სოფიო ხორგუანი.
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების მიხედვით, პარტიამ „გახარია - საქართველოსთვის“ მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში 12 მანდატი მოიპოვა. თუმცა, იმის გამო, რომ არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევდა, პარლამენტის მუშაობში არ მონაწილეობდა. ამასთან, სამი სხვა ბარიერგადალახული პოლიტიკური ძალისგან განსხვავებით, გახარიას პარტიას საარჩევნო სიის გაუქმება არ მოუთხოვია. საგაზაფხულო სესიის ყველა სხდომის გაცდენის გამო, „გახარია - საქართველოსთვის“ სიის პირველ 12 წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა.
