„ქარული ოცნების“ პარლამენტმა, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარტიული სიის 12 წევრის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 5 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 6 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
12 გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეები არიან:
- გელა აბულაძე
- ჯემალ ანანიძე
- ქეთევან ბაკარაძე
- რუსუდან თევზაძე
- მალხაზ თორია
- შალვა კერესელიძე
- სალომე კობალაძე
- გიგა ფარულავა
- ვიკა ფილფანი
- გიორგი შარაშიძე
- თამარ ხვედელიანი
- სოფიო ხორგუანი
მანამდე, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის 12 წევრს, საგაზაფხულო სესიის 26-ვე სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა.
გიორგი გახარამ პირველ სექტემბერს, ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში თქვა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დეპუტატის მანდატებზე უარის თქმა შეცდომად მიაჩნია. მისივე განცხადებით, შევა თუ არა 12 ადგილმონაცვლე დეპუტატი პარლამენტში, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გაირკვევა.
„გადაწყვეტილება, თუ რაიმე შეიცვალა პოლიტიკურ ბოიკოტთან დაკავშირებით, ამ 12 მანდატთან დაკავშირებით, ამაზე იმსჯელებს პოლიტსაბჭო, დიდი ალბათობით, მუნიციპალური არჩევნების შემდეგ. რა თქმა უნდა, მე არაფერს გამოვრიცხავ“, - თქვა გახარიამ.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გიორგი გახარიას პარტიას, სხვა ბარიერგადალახული ოპოზიციური გაერთიანებებისგან განსხვავებით, საარჩევნო სიის გაუქმების მოთხოვნით ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის არ მიუმართავს, თუმცა, ისიც არალეგიტიმურად აცხადებდა არჩევნების შედეგებს და საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობდა.
ცესკომ ბარიერგადალახული სამი პოლიტიკური გაერთიანების – „ლელო - ძლიერი საქართველო“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ – სიები მათივე მოთხოვნით გააუქმა. მათი აღდგენა და პარლამენტის მიერ სიის წევრების სადეპუტატო მანდატების ცნობა შეუძლებელია.
