დღეს, 3 სექტემბერს, რუსეთის მიერ პოლტავაზე განხორციელებული სარაკეტო შეტევის შედეგად სულ მცირე 47 ადამიანი დაიღუპა, 206 კი დაშავდა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დარტყმა ორი ბალისტიკური რაკეტით განხორციელდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
- 3 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 4 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
„ეს დამანგრეველი ტრაგედიაა მთელი უკრაინისთვის. მტერმა სასწავლო დაწესებულებასა და საავადმყოფოს დაარტყა. უკვე ცნობილია 47 დაღუპულისა და 206 დაჭრილის შესახებ“, - განაცხადა უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ.
თავდაცვის სამინისტოში აღნიშნეს, რომ განგაშის სიგნალსა და სასიკვდილო სარაკეტო დარტყმებს შორის დროის მონაკვეთი იმდენად მოკლე იყო, ხალხმა ბომბსაფარში ევაკუაცია ვერ მოასწრო. მედიის ინფორმაციით, განადგურებულია თავდაცვის სამინისტროს კომუნიკაციების ინსტიტუტის ერთ-ერთი შენობა.
„ბევრი ადამიანი ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდა. მაშველებისა და მედიკოსების კოორდინირებული მუშაობის წყალობით შესაძლებელი გახდა 25 ადამიანის გადარჩენა, რომელთაგან 11 ნანგრევებიდან არის ამოყვანილი. მაშველები მუშაობას აგრძელებენ“, - განაცხადეს სამინისტროში.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მომხდარის გარემოებებზე სრული და სწრაფი გამოძიების ჩატარების ბრძანება გასცა.
„რუსი ნაძირლები აუცილებლად გადაიხდიან ამ დარტყმის საფასურს. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ყველას მსოფლიოში, ვისაც აქვს ძალა, შეაჩეროს ეს ტერორი: უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები და რაკეტები ახლა, და არა საწყობში. დაგვიანების ყოველი დღე, სამწუხაროდ, მეტ დაკარგულ სიცოცხლეს ნიშნავს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
პოლტავის ოლქში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
