ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამების 83% დაიხურება. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ 6-კვირიანი შემოწმების შემდეგ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 5 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 6 ხაზარაძე და გახარია: ჩვენს პარტიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შედგა
„5200 კონტრაქტით, რომელიც ახლა გაუქმებულია, დაიხარჯა ათობით მილიარდი დოლარი, რაც არ ემსახურებოდა (და ზოგიერთ შემთხვევაში ზიანს აყენებდა) შეერთებული შტატების მთავარ ეროვნულ ინტერესებს“, - დაწერა რუბიომ პლატფორმა X-ზე.
მისივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესთან კონსულტაციის შემდეგ აპირებს, უფრო ეფექტიანად მართოს დარჩენილი, დაახლოებით, 1000 პროგრამა.
მარკო რუბიომ მადლობა გადაუხადა ილონ მასკის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს (DOGE) და „შრომისმოყვარე თანამშრომლებს“, რომლებმაც „ძალიან ბევრი საათი იმუშავეს ამ დაგვიანებული და ისტორიული რეფორმის განსახორციელებლაd“.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 20 იანვარს, პრეზიდენტის თანამდებობის მეორედ დაკავებისთანავე, გამოსცა აღმასრულებელი განკარგულება, რომლითაც USAID-ის საგარეო დახმარება 90 დღით შეჩერდა, რათა შემოწმებულიყო მისი პროგრამული ეფექტურობა და შეფასებულიყო შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობა.
USAID 1961 წელს, პრეზიდენტ ჯონ კენედის ადმინისტრაციის დროს დაფუძნდა და ჰუმანიტარულ პროგრამებს მთელს მსოფლიოში აფინანსებდა. 2025 წელს საგარეო დახმარების ბიუჯეტი 42.8 მილიარდი დოლარი უნდა ყოფილიყო. ტრამპი მიიჩნევს, რომ საგარეო დახმარების დიდი ნაწილი უსარგებლო იყო და ლიბერალური დღის წესრიგის წინ წაწევას ემსახურებოდა.
