საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე ტურის შეხვედრა ჩეხეთის ნაკრებთან ფრედ - 1:1 დაასრულა, საუკეთესო მოთამაშედ გიორგი მამარდაშვილი დასახელდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
- 3 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 4 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
„რთული თამაში გამოვიდა, ბოლოს მოგებაც შეგვეძლო და ამაზე გული გვწყდება. ამ ორ თამაშში გამოჩნდაჩვენი სულისკვეთება. მინდა, მადლობა ვუთხრა ქართველ გულშემატკივარს, ვინც თამაშზე მოვიდა დადაგვეხმარა, რომ ეს ქართული სული გამოგვემჟღავნებინა. ქომაგებმა საოცარი ატმოსფერო შექმნეს და რომარა ისინი, ასე ვერ ვითამაშებდით.
როდესაც ასეთ ტურნირზე ვთამაშობთ, უფრო მეტი კონცენტრაცია გვმართებს. ყურადღების მოდუნებასმეტოქე არ გვაპატიებს, ასე მოგვივიდა პირველად გოლზე, რომელიც არ ჩაითვალა და მეორე ეპიზოდშიც, როცა ჩეხებმა ანგარიში გაათანაბრეს. თუმცა, ჯერ დაკარგული არაფერია, წინ მესამე მატჩი გველის, ბრძოლა გრძელდება“, - განაცხადა მამარდაშვილმა, რომელმაც დღეს 11 ბურთი მოიგერია და უეფამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

ჩეხეთის კარში ერთადერთი გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა, რომელმაც პენალტი დაარტყა. თამაშის ბოლოს საქართველოს მოგების შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა საბა ლობჟანიძემ ბურთი კარს ააცილა. მანამდე გოლის გატანის შანსი ჰქონდა ანზორ მექვაბიშვილსაც.
ეროვნული ნაკრები მომდევნოს შეხვედრას 26 ივნისს, ქალაქ გელზენკირხენში, ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტთან, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებთან გამართავს.
