რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ორი თვის წინ დაწესებული მოძრაობის სპეციალური რეჟიმი შეიცვალა და მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტის გადაადგილების პერიოდი საღამოს 9 საათამდე გაიზარდა. აქამდე, საპატრულო პოლიცია მსუბუქ მანქანებსა და ავტობუსებს დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე ატარებდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეიდან მოძრაობა შემდეგი გრაფიკით იქნება დაშვებული:
- მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტი 06:00 საათიდან 21:00 საათამდე იმოძრავებს. დანარჩენ პერიოდში მსუბუქ ავტოტრანსპორტს მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე შეეძლება.
- მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დაშვებული იქნება ორმხრივად, 23:00 საათიდან 05:00 საათამდე.
„რიკოთის მონაკვეთზე, 149-ე კილომეტრზე განვითარებული მოვლენების შემდეგ, ჩატარდა შესაბამისი საკვლევაძიებო სამუშაოები, რომლის საფუძველზეც მომზადდა საპროექტო გადაწყვეტილება და უახლოეს მომავალში დაიწყება სამშენებლო სამუშაოები მკაცრი მონიტორინგის ქვეშ. იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ შეიცვალოს მოძრაობის რეჟიმები“, - განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა.
მარტის ბოლოს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კილომეტრზე საშიში მეწყრული პროცესები განვითარდა, რის გამოც გზა ერთი კვირით ჩაიკეტა. 8 აპრილს მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა, თუმცა, 11-13 აპრილს, ქვათაცვენის გამო, რიკოთზე ყველანაირი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ისევ აკრძალული იყო.
რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა 2019 წლის მაისში დაიწყო და სამუშაოების დასრულება 2022 წლისთვის იყო დაგეგმილი. პროექტი ითვალისწინებს საერთო ჯამში 51.6 კილომეტრამდე სიგრძის გზის მშენებლობას, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, მშენებლობის დასრულების შემდეგ წითელი ხიდიდან სარფამდე მანძილის გავლას 4-4.5 საათი დასჭირდება.
ამ თემაზე:
როცა ასეთ გზას აშენებ, ეს არ არის სრულყოფილი კვლევა - გოდოლაძე რიკოთის პროექტზე
