ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს, ლევან გელაძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს, გივი ზაუტაშვილს და მის ძმას, ნიკა ზაუტაშვილს პროკურატურამ ბრალი ძალადობის მუხლით წარუდგინა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- გივი ზაუტაშვილი საკრებულოს თავმჯდომარედ 30 ოქტომბერს, ახლად არჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე დაამტკიცეს. 2021-2025 წლებში ის ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობას იკავებდა, ხოლო უფრო ადრე, 2018-2021 წლებში მერის მოადგილე იყო.
- ლევან გელაძე ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის, ილია მზექალაშვილის (საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე) მოადგილედ ნოემბრის დასაწყისში დაინიშნა. 2021-2025 წლებში ის ყვარლის საკრებულოს წევრი იყო პარტია „ქართული ოცნებიდან“, იკავებდა ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას.
ისინი 8 ნოემბერს, ყვარელში, „ილიაობა 2025“-ის შემდეგ მომხდარი დაპირისპირების გამო დააკავეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 ნოემბერს, ქალაქ ყვარელში, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ლევან გელაძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ძმას - ნიკა ზაუტაშვილს. აღნიშნულის შემდეგ დროის მოკლე პერიოდში გივი და ნიკა ზაუტაშვილებმა ჯგუფურად ფიზიკურად იძალადეს ლევან გელაძეზე“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
გივი და ნიკა ზაუტაშვილებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. სასჯელის ალტერნატიული სახეებია ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. პროკურატურა ლევან გელაძეს ძალადობის ორ ეპიზოდს ედავება, რაც ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ. უცნობია, ბრალდებულების მიმართ პატიმრობის გამოყენება იქნება მოთხოვნილი თუ გირაო.
