რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთს საშუალებას აძლევს, უგულებელყოს უცხოური სისხლის სამართლის სასამართლოების გადაწყვეტილებები. კერძოდ, საუბარია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და სპეციალური ტრიბუნალების (ad hoc) გადაწყვეტილებებზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 2 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
- 5 ზახაროვა თბილისში რუსული ენის დღის საპროტესტო აქციის მონაწილეების დასჯას ითხოვს
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
კანონის ტექსტის თანახმად, რუსეთში აღსრულებას არ ექვემდებარება უცხოური სასამართლოების გადაწყვეტილებები, „რომლებსაც უფლებამოსილება მინიჭებული აქვთ სხვა უცხო სახელმწიფოების მიერ სისხლის სამართლის საქმის წარმოების სფეროში რუსეთის ფედერაციის მონაწილეობის გარეშე და იმ საერთაშორისო სასამართლო ორგანოების გადაწყვეტილებები, რომელთა კომპეტენცია არ ეფუძნება რუსეთთან დადებულ საერთაშორისო ხელშეკრულებას“ ან გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს.
ცოტა ხნის წინ მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორს, კარიმ ხანს, ასევე, რვა მოსამართლეს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა და მათზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. მანამდე, 2023 წლის მარტში, ICC-მა ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ფედერაციის ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გამოსცა. სასამართლომ განაცხადა, რომ თითოეული პასუხისმგებელია მოსახლეობის უკანონო დეპორტაციისა და ოკუპირებული რეგიონებიდან რუსეთის ფედერაციაში მოსახლეობის უკანონო გადაყვანის ომის დანაშაულზე, რამაც უკრაინელ ბავშვებს ზიანი მიაყენა. აღსანიშნავია, რომ რუსეთმა რომის სტატუტს - დოკუმენტს, რომელის საფუძველზეც ჰააგის სასამართლო მოქმედებს- 2000 წელს მოაწერა ხელი, თუმცა მისი რატიფიცირება არ მოუხდენია. 2016 წელს კრემლმა ხელმოწერა უკან გაიწვია. ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა რომის სტატუსის ხელმომწერი სხვა სახელმწიფოებისთვის.
2025 წლის წლის ივნისში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ. ტრიბუნალის მიზანია რუსეთისა და ბელარუსის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის პასუხისგებაში მიცემა უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის.
