მოსკოვის საქალაქო სასამართლომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორს, კარიმ ხანს და რვა მოსამართლეს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ცხრა წარმომადგენელი დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით, რომლებიც ეხება უდანაშაულოდ ცნობილი პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, განზრახ უკანონო დაკავებას და საერთაშორისო ურთიერთობების გართულების მიზნით საერთაშორისო დაცვის მქონე უცხო ქვეყნის თანამდებობის პირზე თავდასხმის მომზადებას.
რუსეთის გენერალური პროკურატურის ცნობით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი დამნაშავედ იქნა ცნობილი იმის გამო, რომ რუსეთის მოქალაქეების დაპატიმრების შესახებ „უკანონო ორდერების“ გამოცემა მოითხოვა. მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 3.5-დან 15 წლამდე პატიმრობა შეეფარდათ ამავე საქმეზე ბრალდებულ მოსამართლეებს.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ადრე განაცხადა, რომ ხანისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერის გამო აღიძრა.
ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინისა და ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი 2023 წლის მარტში გასცა. სასამართლომ განაცხადა, რომ ისინი პასუხისმგებელნი იყვნენ ომის დროს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციასა და რუსეთში გადაყვანაში.
