რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმას რატიფიკაციისთვის წარუდგინა შეთანხმება სამხრეთ ოსეთთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარების შესახებ. როგორც ირკვევა, დოკუმენტს ხელი ოკუპირებულ ცხინვალში 2023 წლის 23 აგვისტოს მოაწერეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 5 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 6 ტაილანდელი იუთუბერი საქართველოში გარდაცვლილი იპოვეს
რუსული სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ „შეთანხმება მიზნად ისახავს სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას“.
„ამ შეთანხმების განხორციელება ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას სამხედრო-ტექნიკურ სფეროში რუსეთის ფედერაციისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით“, - ნათქვამია რუსეთის მთავრობის დასკვნაში.
გარდა ამისა, პუტინმა შეთანხმების რატიფიცირებისთვის მის ოფიციალურ წარმომადგენლად სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის დირექტორის მოადგილე რამილ საიფუტდინოვი დანიშნა.
2015 წელს რუსეთმა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკამ ხელი მოაწერეს მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც მათ თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთო სივრცე უნდა შექმნან. რუსეთმა პირობა დადო, რომ უზრუნველყოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დაცვასა და უსაფრთხოებას. შეთანხმებაში ნათქვამია, რომ სხვა სახელმწიფოს მიერ ერთ-ერთი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესია განიხილება, როგორც აგრესია მეორე ქვეყნის წინააღმდეგაც.
