პუტინის ნათლიმამა ვიქტორ მედვედჩუკი „წულუკიანის კომისიის“ დასკვნას ეხმაურება

პრორუსმა უკრაინელმა პოლიტიკოსმა და ოლიგარქმა, პუტინის ნათლიმამა ვიქტორ მედვედჩუკმა სტატია გამოაქვეყნა, სადაცქართული ოცნებისპარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ასკვნის შესახებ წერს. მედვედჩუკის თქმით, საქართველოს ხელისუფლების ბრალდება, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2008 წელს რუსეთთან ომი დაიწყო, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის წინააღმდეგ მსგავსი პროცესის დაწყებას გზას უხსნის.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„სპეციალურმა საპარლამენტო კომისიამ, რომელიც „სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებს იძიებდა“, გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, იგი დაადანაშაულა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ვითარების გამწვავებაში 2004 წლის გაზაფხულიდან, როდესაც ცხინვალის გარშემო ქართულ და სამხრეთ ოსურ ფორმირებებს შორის პირველი შეტაკებები მოხდა. 2006 წელს ამას მოჰყვა ქართული ბრიგადის შეყვანა აფხაზეთში, კოდორის ხეობაში. „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელმძღვანელობის იმდროინდელმა ქმედებებმა რუსეთის შეჭრა გამოიწვია.

მტკიცებულებებს შორის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დაასახელა ქართველი გენერლების განცხადებები „სამხრეთ ოსეთში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის“ შესახებ, სააკაშვილის ბრძანებულება ქვეყანაში საომარი მდგომარეობის შემოღების შესახებ, ასევე 2008 წლის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის კულმინაცია და სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყების საფუძველი იყო ცხინვალის დაბომბვა ქართული არტილერიის მიერ 2008 წლის 8 აგვისტოს ღამეს“, - წერს ვიქტორ მედვედჩუკი.

უკრაინაში სახელმწიფო ღალატისთვის გასამართლებული მედვედჩუკი, რომელიც უკრაინულმა მხარემ რუსეთს 2022 წლის სექტემბერში, სამხედრო ტყვეების გაცვლის პროცესში გადასცა, „ქართული ოცნების“ საგამოძიებო კომისიის დასკვნას ციტირებს და წერს:

„საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ ომი პოლიტიკურმა ელიტამ დაიწყო სააკაშვილის მეთაურობით, რამდენადაც „2008 წლის აგვისტოში ქართული ჯარი სამხედრო საქმისგან შორს მყოფი პოლიტიკოსებისმიერ მართულ ომში აღმოჩნდა, რომლებმაც გარე ძალების დახმარების იმედითა და ქართველისამხედროების აზრის უგულებელყოფით, ქალაქ ცხინვალზე შეტევა განახორციელეს და საომარ მოქმედებათა ძირითად მიმართულებად სწორედ ეს დასახლება განსაზღვრეს“.

ვიქტორ მედვედჩუკის თქმით, ომის დაწყებაში ბრალდებულია არა მხოლოდ თავად სააკაშვილი, არამედ მისი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის საფუძველზე შეიძლება აკრძალონ.

„გარდა ამისა, საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ე.წ. „ვარდების რევოლუცია“ სახელმწიფო გადატრიალებად არის აღიარებული. ჩვენ თვალს ვადევნებთ ლოგიკურ შედეგს ქართველი თაღლითისა, რომელმაც „დიდი რეფორმატორისა“ და„ქვეყნის ლიდერის“ როლი შეასრულა, სინამდვილეში კი ქვეყანა დაყო, ომში ჩაითრია და მისი ხალხი გაძარცვა.

ქართველებმა სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების შეცდომების საფუძვლიანად დამასშტაბურად გამოსწორება დაიწყეს. ყველაფერი, რასაც დღეს სააკაშვილს წარუდგენენ ბრალად, ზელენსკისაც უნდა წარუდგინონ, რადგან მისმა დანაშაულებრივმა ქმედებებმა ქვეყნისთვის კიდევ უფრო დიდი კატასტროფა გამოიწვია“, - აღნიშნავს მედვედჩუკი.

ამასთან, მისი თქმით, სააკაშვილსა და ზელენსკის შორის უზარმაზარი განსხვავებაა.

„უკვე 2008 წლის 16 აგვისტოს, რვადღიანი კონფლიქტის შემდეგ, სააკაშვილმა ხელი მოაწერა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გეგმას, რის შემდეგაც ის ხელმოწერილი იქნა კრემლში, დმიტრი მედვედევის მიერ. კონფლიქტის მხარეების მიერ ამ დოკუმენტის ხელმოწერა საბოლოოდ სამხედრო მოქმედებების დასასრულს აღნიშნავდა. [...] ზელენსკი, სააკაშვილისგან განსხვავებით, კრიმინალურ რადიკალურ სტრატეგიას მისდევს, რითაც ამძიმებს მის დანაშაულს და ქვეყანა საბოლოო განადგურებამდე მიჰყავს. ისტორიული სამართლიანობა მოითხოვს ზელენსკის გასამართლებას, რადგან მან ფსონი ომზე დადო, რითაც უკრაინელი ხალხი კატასტროფამდე მიიყვანა“, - აღნიშნავს ვიქტორ მედვედჩუკი.

უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატი და პრო-რუსული პარტიის („სიცოცხლის მხარდამჭერი პლატფორმა“) ლიდერი ვიქტორ მედვედჩუკი ერთ-ერთი იყო იმ 56 ადამიანიდან, რომელიც უკრაინამ რუსეთს 215 სამხედრო სანაცვლოდ გადასცა. უკრაინელ ტყვეებს შორის იყვნენ „აზოვის“ პოლკის მეთურები და „აზოვსტალის“ მცველები. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი ტყვეთა გაცვლაზე შეთანხმების მიღწევას სწორედ მედვედჩუკის გათავისუფლების მიზნით ცდილობდა. ამერიკული დაზვერვის მონაცემებით, კრემლი გეგმავდა, მედვედჩუკი უკრაინაში მარიონეტული მთავრობის ხელმძღვანელად დაესვა. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ვიქტორ მედვედჩუკის ქალიშვილის ნათლიაა.

ვოლოდიმირ ზელენკიმ ვიქტორ მედვედჩუკს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.