თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, პოლიციის თანამშრომლებმა სამი სტუდენტი დააკავეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 5 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 6 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
თვითმხილველების ინფორმაციით, თაკო გვილიასა და თათია აფრიამაშვილის, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (სეუ) სტუდენტების დაკავების მიზეზი პლასტმასის სკამები გახდა. სტუდენტები პარლამენტთან, კიბეებზე, მეხუთე ღამეს ათენებენ. დღეს, წვიმის გამო, მათ სკამების მიტანა გადაწყვიტეს, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. პოლიციელების განმარტებით, სკამები „საფრთხის შემცველი“ იყო.
„ჩამოგართმევთ და დაგაკავებთ პოლიციის წინააღმდეგობისთვის“, - უთხრა ერთ-ერთმა პოლიციელმა სტუდენტებს. მას შემდეგ, რაც გოგოებმა სკამები ტროტუარზე დადეს და დასხდნენ, პოლიციელებმა ისინი ძალის გამოყენებით დააკავეს.
მესამე დაკავებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ლუკა გოგიაა. თვითმხილველის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ ის პოლიციელებს ტაშს უკრავდა, როდესაც მოულოდნელად, რამდენიმე მათგანი მივარდა და დააკავა.
პარლამენტთან მყოფი სტუდენტები მომხდარს მათი დაშინების მცდელობად აფასებენ.
