ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებლისა და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის საკუთრებაში არსებულ ბინაში პოლიციაა შესული და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 5 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 6 ტაილანდელი იუთუბერი საქართველოში გარდაცვლილი იპოვეს
„ფორმულას“ ინფორმაციით, სოლოლაკში, ამაღლების ქუჩაზე მდებარე ბინაში კეზერაშვილის ცოლის ძმა, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დიმა ჩიქოვანი ცხოვრობს, თუმცა ის სახლში არ იმყოფება. როგორც ჟურნალისტი იუწყება, პოლიციელები კარის გაჭრით ცდილობენ კერძო საკუთრებაში შეღწევას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განმარტებას არ აკეთებენ.
თავად დავით კეზერაშვილი შსს-ს ქმედებას უკავშირებს ადამიaნის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, ე.წ. წვრთნების საქმეზე კეზერაშვილის მიმართ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი ნაწილი - მიუკერძოებელი სასამართლოს უფლება - დაირღვა.
„ისე გადაფსიხდა ე.წ. ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომ ამ წუთებში ჩემს სახლში ჩხრეკაზე შედიან. მიდით ბიჭებო, მიაწექით, ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ!“, - წერს კეზერაშვილი სოციალურ ქსელში.
გუშინ, 4 დეკემბერს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოპოზიციური პარტიების ოფისები და აქტივისტების საცხოვრებელი ბინები გაჩხრიკეს. კრიმინალური პოლიციის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ განმარტა, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა. დაკავებულია ათამდე ადამიანი.
