სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაშინგტონში ხელმოწერილ დეკლარაციას და შეთანხმებას შესაძლოა ჰქონდეს შორსმიმავალი რეგიონული და გლობალური შედეგები. მისი თქმით, რეგიონული სატრანზიტო მარშრუტების გახსნა ირანისა და რუსეთის ინტერესებსაც მოემსახურება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 3 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 4 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 5 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 6 „სამედიცინო დახმარება თუ გინდა, სხვა ქვეყნებიც არის“ - კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე
„მე ვფიქრობ, რომ შეთანხმება და დეკლარაცია საკმაოდ ხელშესახებ სარგებელს შეიცავს ირანისა და რუსეთისთვისაც, რადგან, მაგალითად, როდესაც ეს შეთანხმება ამოქმედდება, ირანს შეუძლია მიიღოს სარკინიგზო წვდომა სპარსეთის ყურიდან შავ ზღვამდე და ირანი და რუსეთი პირდაპირ დაუკავშირდნენ ერთმანეთს რკინიგზით“, - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.
ფაშინიანის თქმით, თუ შეთანხმების ეკონომიკურ მხარეზე გავამახვილებთ ყურადღებას, მაშინ არა მხოლოდ სომხეთი, აზერბაიჯანი, აშშ და თურქეთი, არამედ რუსეთი და ირანიც მიიღებენ ძალიან მნიშვნელოვან, ხელშესახებ და უპრეცედენტო სარგებელს. მან აღნიშნა, რომ ამჟამად არ არსებობს რკინიგზა, რომელიც ირანს სამხრეთ კავკასიის გავლით რუსეთთან დააკავშირებდა.
„ეს არის მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი უპირატესობები მოუტანოს ყველა ქვეყანას და მთელ საერთაშორისო საზოგადოებას სტაბილურობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით.
ჩვენ გვაქვს პროექტი სახელწოდებით „მშვიდობის“ გზაჯვარედინი“ და ეს შეთანხმება ნამდვილად შეიძლება თანამშრომლობის გზაჯვარედინად იქცეს და ეს ჩვენი მიზანია.
ჩვენ არ გვსურს უთანხმოების ან დაძაბულობის პროვოცირება. ჩვენი მიზანია სტაბილურობის, მშვიდობისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით. მე მჯერა, რომ გუშინდელი დეკლარაცია ამისთვის ძლიერ და შესაფერის პლატფორმას წარმოადგენს“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
8 აგვისტოს, თეთრ სახლში, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის სამმხრივი შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ დეკლარაციას მოეწერა ხელი. გარდა ამისა, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ.
დეკლარაციაში, სხვა საკითხებთან ერთად, ნათქვამია, რომ აზერბაიჯანსა და ნახიჩევანის ანკლავს შორის სატრანსპორტო დერეფანი [ზანგეზურის დერეფანი] შეიქმნება. პროექტს „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ ეწოდება. დერეფანი აშშ-ს 99 წლით გადაეცემა.
საერთაშორისო საკითხებში ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველმა, ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალი აქბარ ველაიათიმ განაცხადა, რომ ისლამური რესპუბლიკა არ დაუშვებს, აშშ-მა სატრანსპორტო დერეფანი სარგებლობაში მიიღოს.
