პოლიციამ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციის 16 მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისინი პოლიციის „კანონიერ მოთხოვნას“ არ დაემორჩილნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან აქტივისტები თათია აფრიამაშვილი, ალბი კორძაია, თიკა პატარაია და შუშანა მაცაბერიძე. თვითმხილველების თქმით, აქციის მონაწილეები უკანონოდ და თვითნებურად დააკავეს.
„პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 16 პირი დააკავა. აქციის მონაწილეებს მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრების მცდელობა და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში. პოლიციის მხრიდან, თითოეულ სამართალდარღვევის ფაქტს შესაბამისი კანონიერი რეაგირება მოჰყვება“,- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოქალაქეები პარლამენტთან თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით მოქმედი ე.წ. დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის გასაპროტესტებლად მივიდნენ. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კომისიის დასკვნის წარდგენისას წულუკიანმა განაცხადა, რომ „2008 წლის აგვისტოში ქართული ჯარი სამხედრო საქმისგან შორს მყოფი პოლიტიკოსების მიერ მართულ ომში აღმოჩნდა, რომლებმაც გარე ძალების დახმარების იმედითა და ქართველი სამხედროების აზრის უგულებელყოფით, ქალაქ ცხინვალზე შეტევა განახორციელეს“.
აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს შენობიდან გამომავალ „ქართული ოცნების“ წევრებს დახვდნენ შეძახილებით „მონებო“.
