პოლიციამ პარლამენტის შენობასთან ორი სამოქალაქო აქტივისტი დააკავა. ერთ-ერთი მათგანი თამარ კურატიშვილია, რომელსაც ხელში ეჭირა ბანერი წარწერით - „ანწუხელიძე უკვდავია!!!“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
თამარ კურატიშვილი ბანერით 9 აპრილის ქუჩაზე, ტროტუარზე იდგა, რა დროსაც მასთან რამდენიმე პოლიციელი მივიდა და დააკავა. მეორე დაკავებული, ლილუ შაველაშვილი მის დახმარებას ცდილობდა.
პოლიციელებს არ განუმარტავთ, რის გამო დააკავეს სამოქალაქო აქტივისტები.
რამდენიმე ათეული ადამიანი პარლამენტთან „ქართული ოცნების“ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის პარალელურად შეიკრიბა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი კომისიის წევრების მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირების შეურაცხყოფას აპროტესტებენ.
„კრემლის ფილიალში მიმდინარეობს ქართველი გენერლების და ქართული არმიის გასამართლება. ჩვენ ვერ შევეგუებით იმ ადამიანების გასამართლებას, რომლებმაც 2008 წელს შეგვინარჩუნეს დამოუკიდებლობა, სახელმწიფოებრიობა, შეგვინარჩუნეს ენაც, მამულიც და სარწმუნოებაც. ისინი, ვინც ახლა კრემლის ფილიალში სხედან, პასუხს აგებენ სახელმწიფო ღალატისთვის“, - განაცხადა აქციის მონაწილე ერთ-ერთმა ახალგაზრდამ.
დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს, 2008 წლის ომთან დაკავშირებით გენერლები - ზაზა გოგავა და მამუკა ყურაშვილი გამოჰკითხა. აგვისტოს ომის პერიოდში გენერალი გოგავა გაერთიანებული შტაბის უფროსი იყო, ხოლო ყურაშვილი სამშვიდობო ოპერაციების შტაბს ხელმძღვანელობდა. „ქართული ოცნების“ დეპუტატები ომის დროს წინა ხელისუფლების დანაშაულების გამოკვეთას ცდილობდნენ, რამაც მოქალაქეთა ერთი ნაწილის პროტესტი გამოიწვია.
ბიძინა ივანიშვილის პარტიამ 2003-2012 წლებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია ხელისუფლებაში მოსვლიდან მე-13 წელს შექმნა. „ქართული ოცნების“ ლიდერები წინასწარ ამბობენ, რომ კომისიის დასკვნა მათ მისცემს საშუალებას, საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართონ და „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის აკრძალვა მოითხოვონ.
ამ თემაზე:
„ქართული ოცნება“ დროებითი საგამოძიებო კომისიის მანდატს აფართოებს
