„ქართული ოცნების“ დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა, პარლამენტში საარჩევნო სიის მომდევნო წევრმა, იმედა ნიკურაძემ ჩაანაცვლა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
იმედა ნიკურაძე დღემდე თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული ააიპ „თბილისის განვითარების ფონდის“ დირექტორის მოადგილე იყო. მანამდე ის „თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის“ უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2015 წლამდე იმედა ნიკურაძე ბიძინა ივანშვილის კუთვნილი სამშენებლო კომპანიის „ელიტა ბურჯის“ ადმინისტრაციის უფროსი და იურისტი იყო.
მიხეილ სარჯველაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად 2024 წლის 11 მარტს დაინიშნა. ამის გამო მას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა.
სარჯველაძეს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაც ეკავა. ამ პოზიციაზე ის „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა შეცვალა.
