პარლამენტმა 79 ხმით მხარი დაუჭირა ქეთევან თურაზაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობას. ის სახალხო დამცველად არჩეული ლევან იოსელიანის ადგილმონაცვლეა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 4 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 5 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 6 კალაძე შენობების ფასადების „ვანდალურად მოხატვისთვის“ კანონის გამკაცრებას ითხოვს
ქეთევან თურაზაშვილს პარტია „მოქალაქეებში“ აღმასრულებელი მდივნის თანამდებობა უკავია და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სიის მესამე წევრი იყო.
ქეთევან თურაზაშვილი განათლებით იურისტია. არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო სპეციალიზაციით. 2018-2020 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრს. 2005-2018 წლებში მუშაობდა როგორც კერძო, ასევე, საჯარო სექტორში და ხელმძღვანელობდა ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტებს ტელეკომპანია „იმედში“, „კახურ ტრადიციულ მეურნეობაში“ (KTW ჯგუფი), სამედიცინო კომპანია „ახალ ხედვაში“, შემოსავლების სამსახურში და ა.შ.
პარლამენტმა ლევან იოსელიანი საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე, 6 წლის ვადით, 7 მარტს აირჩია. საკანონმდებლო ორგანოში იოსელიანი ვიცე-სპიკერის თანამდებობასაც იკავებდა.
