საქართველოს პარლამენტმა „ქართული ოცნების“ ორი ახალი დეპუტატის, გიორგი ხახუბიას და სალომე ჯინჯოლავას უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
გიორგი ხახუბია 29 აპრილის პარლამენტის შუალედური არჩევნების შედეგად ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარ დეპუტატად აიჩიეს. მანამდე ამავე სამაჟორიტარო ოლქის დეპუტატი მამამისი, ირაკლი ხახუბია იყო, რომელიც 2022 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, გიორგი ხახუბიამ 27 551 ხმა (95.30%) მიიღო, ხოლო მისმა ერთადერთმა კონკურენტმა, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატმა, ბესიკ წულეისკირმა 1359 ხმა (4.70%). აღსანიშნავია, რომ პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის 105 314 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, საიდანაც მხოლოდ 29 591-მა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.
„ქართული ოცნების“ პროპორციულ სიის წევრი სალომე ჯინჯოლავა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მაია მენაღარიშვილის უფლებამონაცვლე გახდა. მაისის დასაწყისში მენაღარიშვილი სახელმწიფო ენის კვლევის, განვითარებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით განათლების მინისტრის მრჩევლად დაინიშნა. ამ დრომდე სალომე ჯინჯოლავა პარლამენტში მუშაობდა.
