საქართველოს პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნებიდან“ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი, 51 წლის ირაკლი ხახუბია თბილისში, საკუთარ სახლში ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი ნახეს. დეპუტატმა სავარაუდოდ თავი მოიკლა. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
2016-2020 წლებში ირაკლი ხახუბია „ქართული ოცნებიდან“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი იყო, ხოლო 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარად აირჩიეს.
2017 წლის მაისში ირაკლი ხახუბიას შვილი, 21 წლის ბექა ხახუბია, გორის გვირაბთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ოფიციალური ინფორმაციით, ბექა ხახუბია „ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომობილს მართავდა, არ დაემორჩილა საპატრულო პოლიციის მოთხოვნას, გაეჩერებინა ავტომობილი, რის შემდეგაც პოლიციამ მას სატვირთო ავტომობილით გზა გადაუკეტა. ბექა ხახუბია სატვირთოს შეეჯახა და შემთხვევის ადგილზე დაიღუპა. ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე გორის რაიონულმა სასამართლომ ორი პოლიციელი ცნო დამნაშავედ - ზურაბ რუსიშვილს 1,6 წლით, ხოლო გია სადაღაშვილს - 2,6 წლით პატიმრობა მიესაჯა.
