„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დებატებში მონაწილეობისთვის პირობები დაასახელა. მისი თქმით, „რადიკალური ოპოზიცია და მისი ტელევიზიები“ კონსტიტუციურ წესრიგს უნდა დაუბრუნდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 კადიროვმა თავისი 20 წლის ვაჟი, ახმატი, ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დანიშნა
- 3 ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს
- 4 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 5 ცხინვალში განაცხადეს, რომ ვენესუელის გადაწყვეტილების კანონიერება თბილისის შესაფასებელი არ არის
- 6 საქართველოში თოვლიანი ამინდი 3 იანვრამდე შენარჩუნდება
„მიზანი ის ხომ არ არის, კორიდა გაიმართოს, ყვირილი და ჩხუბი იყოს?! უნდა იყოს საგნობრივი დისკუსია, განხილვა სიძულვილის, წივილ-კივილის და შეძახილების გარეშე. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ფორმატი უზრუნველყოფდეს მსგავს გარემოს. ეს ერთი.
და მეორე, რა თქმა უნდა, ოპონენტებად ჩვენ ვაღიარებთ მათ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს. ვინც კონსტიტუციურ წესრიგს არ აღიარებს, ის მტრობს საქართველოს კონსტიტუციას და, რა თქმა უნდა, რთული იქნება წარმოვიდგინოთ, რომ ასეთი დებატების მონაწილეები ვიყოთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ეს მიდგიმა ვრცელდება მედიაზეც. შალვა პაპუაშვილის თქმით, „რადიკალური ოპოზიციის კუთვნილი მედია დღემდე არ აღიარებს საქართველოს კონსტიტუციას, დემოკრატიას, ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანს“.
„ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, რადიკალური ოპოზიციის ეს ნაწილი და მისი ტელევიზიები უნდა დაუბრუნდნენ კონსტიტუციურ წესრიგს, აღიარონ საქართველოს კონსტიტუცია და მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, რომ განვიხილოთ ამგვარ პარტიულ მედიაში ჩვენი მონაწილეობა დებატებში“, – თქვა პაპუაშვილმა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ უმაღლესი თანამდებობის პირები „მუდმივ კომუნიკაციაში არიან საზოგადოებასთან და მედიისთვის არ არსებობს კითხვა, რომელსაც ისინი არ პასუხობენ“.
გასულ კვირაში „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ვალდებული არიან ქართველ ხალხს „დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპით, დებატებით სარგებლობის უფლება“ დაუბრუნონ. იმავე განცხადებაში კობახიძემ მედიის ნაწილი მოიხსენია როგორც სრულად მარგინალიზებული, პარტიულ დანაყოფი, რომელსაც „არაფერი აქვს საერთო ჟურნალისტიკასთან“.
კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ პირობაა, რომ დებატებს ჰქონდეს „ჯანსაღი ფორმა“ და ერთადერთი მიზანი - საზოგადოებისთვის „სათანადო ინფორმაციის“ მიწოდება. როგორც მან აღნიშნა, თავადაც მზადაა ასეთ დისკუსიებში ჩაერთოს.
ირაკლი კობახიძის განცხადებას პროსამთავრობო „რუსთავი 2“-ის განცხადება მოჰყვა, სადაც ნათქვამი იყო რომ ტელეკომპანია რულად ეთანხმება „პრემიერის პოზიციას“. „ვაცხადებთ მზაობას, ჩვენი ეთერი გაიხსნას დისკუსიისთვის ჩვენ მიერ შერჩეული ფორმატის, თემატიკისა და განსხვავებული აზრის მქონე რესპოდენტების მონაწილეობით, რასთან დაკავშირებითაც დეტალურ ინფორმაციას უახლოეს დღეებში ვაცნობებთ საზოგადოებას“, – განაცხადეს „რუსთავი 2“-ში.
ამ თემაზე:
წილოსანი: ჩემთვის ალბათ არ იქნება მისაღები დებატები ასაკრძალი პარტიის წარმომადგენლებთან
