მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ დამფუძნებელმა და ყოფილმა საოპერო მომღერალმა, პაატა ბურჭულაძემ დღეს, 4 ოქტომბერს, თბილისში დაგეგმილი საპროტესტო აქციის საორგანიზაციო კომიტეტი წარადგინა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 2 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
- 6 ზახაროვა თბილისში რუსული ენის დღის საპროტესტო აქციის მონაწილეების დასჯას ითხოვს
ბურჭულაძესთან ერთად საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობაში არიან:
- ირაკლი ნადირაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი
- პაატა მანჯგალაძე – „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრი
- ლაშა ბერიძე – ყოფილი სამხედრო მოსამსახურე
- მურთაზ ზოდელავა – 2009-2012 წლებში საქართველოს მთავარი პროკურორი
როგორც პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, მომავალი ნაბიჯების შესახებ ინფორმაციას სწორედ აღნიშნული ჯგუფი გაავრცელებს.
„ბრძოლა ბოლომდე! დროშები არ დაგავიწყდეთ, გამარჯვება ჩვენკენ არის!“, - მიმართა ბურჭულაძემ მხარდამჭერებს.
აქცია თავისუფლების მოედანზე 16:00 საათზე დაიწყება, თუმცა, საორგანიზაციო ჯგუფს სამოქმედო გეგმა არ გაუსაჯაროებია.
„4 ოქტომბერი ცხადდება ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობის დღედ“, - თქვა პაატა ბურჭულაძემ ორი თვის წინ, როდესაც აქცია დააანონსა. ამ პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დააკავა.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აქციის მონაწილეებს დაემუქრა, რომ ძალადობის შემთხვევაში ბევრად უფრო მკაცრად დაისჯებიან, ვიდრე შარშანდელი მიტინგების დროს დაკავებულები.
პოლიციის ჯგუფები უკვე მობილიზებული არიან რუსთაველის გამზირსა და კიდევ რამდენიმე ადგილზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს აფრთხილებს, შეკრება-მანიფესტაცია გამართონ „კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაემორჩილონ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას და არ შეუშალონ ხელი სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებაში“.
