პოლიტიკური პარტიები და გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირები ვეღარ შეძლებენ ადგილობრივი თუ უცხოური ორგანიზაციების მხარდაჭერით ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების მოწყობას. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებების მიღებას „ქართული ოცნების“ პარლამენტი დაჩქარებული წესით აპირებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 5 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 6 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
როგორც „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ უცხოურ და ქართულ იურიდიულ პირებს აღარ შეეძლებათ ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი ღონისძიების ჩატარების დაფინანსება პარტიული ინტერესების სასარგებლოდ.
„მოქმედი კანონმდებლობა, მართალია, კრძალავს პოლიტიკური პარტიის მიერ შემოწირულების მიღებას იურიდიული პირისგან, თუმცა საკანონმდებლო მოწესრიგება ტოვებს სივრცეს, რომ საქართველოში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულმა იურიდიულმა პირმა ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევა და რადიკალური ოპოზიციის ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო საქმეში მხარდაჭერა და დაფინანსება შენიღბოს ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების უსასყიდლოდ მოწყობის გზით, რისი ნათელი მაგალითიც საზოგადოებამ არაერთხელ იხილა თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში. [...]
ყველას კარგად გვახსოვს, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში ე.წ. სემინარები, ქალ დეპუტატთა ვოიაჟები სხვადასხვა რეგიონში, რასაც პირდაპირ პარტიული აგიტაციის სახე ჰქონდა და შენიღბული იყო ვითომ სემინარით და რაღაც საგანმანათლებლო ნიღბებით, ინიციატივებით. ეს ყველაფერი ემსახურება ერთს - იმ დესტრუქციას, იმ უსამშობლოთა გაერთიანებას და აგენტურული ქსელის აქ სულის შთაბერვას, რომელიც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახით მოქმედებს“, – განაცხადა კირცხალიამ დღეს, 7 აპრილს გამართულ ბრიფინგზე.
ირაკლი კირცხალიამ აღნიშნა, რომ თუ ლექცია/სემინარების ჩასატარებლად თანხა მთავრობის ან მთავრობის მიერ დადგენილი პირის/ორგანოს გვერდის ავლით ჩაირიცხება, „აუცილებლად დაჯარიმდება ის პირი თუ ეგრედ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაცია“.
