ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიაში (ბგოურა) 17 აგვისტოს საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. 1964 წელს დაბადებულ რემიკო და 1967 წელს დაბადებულ მურთაზ ჭითანავებს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარებას ედავებიან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
- 3 აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან ღამე გაათენეს
- 4 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 5 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 6 არასამთავრობოები: არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს
დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ჭითანავებს აფხაზეთში ბინადრობის ნებართვა აქვთ და ე.წ. საზღვართან ახლოს ცხოვრობენ.
„აღნიშნული პირები იყენებდნენ გეოგრაფიულად ხელსაყრელ საცხოვრებელ ადგილს, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება საქართველოს ტერიტორიას და დახმარებას უწვდნენ სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში. დაკავებულთა საცხოვრებელი სახლების დათვალიერებისას აღმოჩენილია F1 ხელყუმბარა, RGD-5 ხელყუმბარა, 1600 გრამი ტროტილი, 45 გრამი - პლასტიდი, ტროტილის ბლოკი, სხვადასხვა კალიბრის ვაზნები და დოლარის კუპიურების დასტა“, - განაცხადეს ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
აღსანიშნავია, რომ ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში რამდენიმე ათეული ერთდოლარიანი ჩანს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ორი მოქალაქის უკანონოდ დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს, 21 აგვისტოს გაავრცელა.
სუს-ის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებული ცხელი ხაზის მეშვეობით განაცხადეს, რომ ე.წ. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია „უკანონო მიგრაციის ორგანიზების“ ე.წ. „ბრალდებით“, უკანონოდ დაკავებულ ორივე პირს, ე.წ. „სასამართლოს“ მიერ „მიესაჯა“ 2 თვიანი „წინასწარი პატიმრობა“ და ამჟამად იმყოფებიან ე.წ „აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის იზოლატორში“.
„უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოახდინა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებისა და საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ასევე დააკავეს რუსეთის ორი მოქალაქე, რომლებიც საქართველოსა და აფხაზეთის ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ. მანამდე ისინი რუსეთიდან აფხაზეთში ყალბი დოკუმენტებით შევიდნენ.
ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოსა და თურქეთის „კრიმინალური სტრუქტურების“ წევრების მიერ აფხაზეთში შეღწევის მიზნით სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის მცდელობების რაოდენობა გაზრდილია.
