რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ წნელისის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
უწყების ცნობით, უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
„ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
დაკავების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს.
დღეის მდგომარეობით, ოკუპირებული ცხინვალში, ციხესა და წინასწარი დაკავების იზოლატორში, უკანონოდ დაკავებული 10-მდე მოქალაქე რჩება. 5 ნოემბერს საოკუპაციო რეჟიმმა ხაჯარატ ახვლედიანი და გიორგი რომელაშვილი გაათავისუფლა, ხოლო 8 ნოემბერს - ვიტალი კასრაძე. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში მცხოვრები 85 წლის ვიტალი კასრაძე, ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის იმავე დღეს იყო დაკავებული.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, საქართველოსთან „სახელმწიფო საზღვრის“ სხვადასხვა მონაკვეთზე 232 ადამიანი დააკავეს.
