ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის („კაგებე“) განცხადებით, მიმდინარე წლის ცხრა თვის განმავლობაში „სახელმწიფო საზღვრის“ სხვადასხვა მონაკვეთზე 232 ადამიანი დააკავეს. მათგან 117-ს სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებენ, 114-ს კი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევას ედავებიან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 5 გოცირიძე: ამ მასშტაბის ფულის გათეთრება ვერ ხერხდება ხელისუფლების მფარველობის გარეშე
- 6 „გამოიწვია ქონებრივი ზიანი 570 ლარის ოდენობით“ – პროკურატურამ ელენე ხოშტარიას ბრალი წარუდგინა
„12 დაკავებულის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, 130 პირს დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა, 17 პირი რესპუბლიკიდან გაძევებული იქნა - მათგან 8 ჯარიმით, გაფრთხილება გამოიცა 56 დამრღვევზე, გამოძიება გრძელდება 16 დაკავებულის მიმართ“, - ნათქვამია ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებაში.
დე ფაქტო ხელისუფლება თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მოქალაქეებსა და სტუმრებს, ასევე ტურისტულ ჯგუფებს, რომლებიც „სასაზღვრო ზონასთან“ არსებულ დასახლებულ პუნქტებში ვიზიტს გეგმავენ, აფრთიხლებს, რომ თან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები იქონიონ, კეძოდ, პასპორტი, სამსახურებრივი პირადობის მოწმობა, დაბადების მოწმობა (არასრულწლოვანთათვის), ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის - სასაზღვრო ზონის საშვი.
„სასაზღვრო ზონაში შესვლის (გავლის) უფლების მქონე მოქალაქეებმა, რომლებიც გეგმავენ სამუშაოების ჩატარებას, საქონლის მოვლა-პატრონობასა და ძოვებას, უნდა გამოაგზავნონ განცხადება სამეურნეო და სხვა სახის საქმიანობის ნებართვის მისაღებად საქმიანობის დაწყებამდე სამი დღით ადრე. ამასთან, სასაზღვრო ზონაში ნადირობის, თევზაობის ნებართვის მისაღებად აუცილებელია ამ სფეროს მარეგულირებელი შესაბამისი სამთავრობო ორგანოს ცნობის წარდგენა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ამჟამად ოკუპირებული ცხინვალის ციხესა და წინასწარი დაკავების იზოლატორში საქართველოს ათამდე მოქალაქე იმყოფება. 15 ოქტომბერს, დე ფაქტო ხელისუფლებამ ფრიდონ ფაკაური გაათავისუფლა. ის 19 სექტემბერს, ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს.
