ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრიბას გაუმართლებელს უწოდებს და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ სამინისტრომ განცხადება პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
„ცნობილი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის შიმშილობის მე-18 დღეა. მისი გაუმართლებელი წინასწარი პატიმრობა მედიის წარმომადგენლების, აქტივისტებისა და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოყენებული მკაცრი ზომების მხოლოდ ერთი მაგალითია. დაჟინებით ვითხოვთ მზიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“, - წერია განცხადებაში.
28 იანვარს მზია ამაღლობელის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამაც, ასევე, ესტონეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებმა.
ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს ბრალად ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმა ედება და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა უკანონოა, ატარებს დაშინების და პოლიტიკური რეპრესიის სახეს, რადგან ჟურნალისტის ქმედება - სახეში სილის გაწვნა - პოლიციელზე თავდასხმის მუხლით ვერ დაკვალიფიცირდება. ისინი პროკურატურას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ მიმართოს სასამართლოს და აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლა მოითხოვოს.
უკვე 18 დღეა, მზია ამაღლობელი ციხეში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მას რამდენიმე ქრონიკული დაავადება აქვს და ექიმები შიშობენ, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია.
