„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი და პარტია „ახალის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია პოლიციამ დააკავა. დაკავებულია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაიაც.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
გვარამია პოლიციელებისგან ითხოვდა, შეეშვათ კოალიციის ცენტრალურ ოფისში, სადაც ჩხრეკა ტარდებოდა. სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთმა თანამშრომელმა მისი დაკავების ბრძანება გასცა. ნიკა გვარამია ძირს დააგდეს და პოლიციის მანქანამდე ძალის გამოყენებით წაიყვანეს.
„გვაქვს ფოერვერკები, პლედები, კვერცხები, საღებავები, პუფები, პარალონები, საწვიმრები, „სნიკერსები“ - ყველანაირი საშუალება, რაც სჭირდება ბიძინასთან წინააღმდეგობის ბრძოლას და მოქალაქეებს. არცერთი ნივთი კანონსაწინააღმდეგო არ არის, ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს.
ჩვენი პროტესტი აუცილებლად გაგრძლედება. არ არის ღელვა საჭირო ნიკას გამო ძალიან ვწუხვარ, სასტიკად და აგრესიულად მოექცნენ, მაგრამ იმდენი ახალგაზრდაა ნაცემი, რომ ჩვენ, პოლიტიკოსები მზად ვართ და მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის, დაჭერა იქნება თუ ცემა. ეს მხოლოდ გააძლიერებს ჩვენს ბრძოლას“, - განაცხადა კოალიციაში შემავალი პარტია „დროას“ თავმჯდომარემ, ელენე ხოშტარიამ.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები პარალელურ რეჟიმში ჩხრეკენ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისსაც.
დღეს პოლიციამ გადაუდებელი აუცილებლობით, სასამართლოს განჩინების გარეშე, ჩხრეკა ჩაატარა ჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებლის, ილია ღლონტის საცხოვრებელ ბინაშიც. როგორც პოლიციელებმა განმარტეს, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 2391-ე მუხლებით არის აღძრული, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩხრეკებთან დაკავშირებით განმარტება არ გაუკეთებია.
გუშინ, 3 დეკემბერს, არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები „პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან“. ირაკლი კობახიძე მათ ძალადობის ორგანიზებასა და მხარდაჭერაში სდებს ბრალს.
