ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, აქტივისტ ილია ღლონტის საცხოვრებელ ბინაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები შევიდნენ და ჩხრეკა ჩაატარეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
როგორც პოლიციელებმა განმარტეს, ჩხრეკა გადაუდებელი აუცილებლობით, სასამართლოს განჩინების გარეშე ჩატარდა. მათივე თქმით, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 2391-ე მუხლებით არის აღძრული, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს.
ილია ღლონტის სახლიდან მისი პირადი მობილური ტელეფონი და ლეპტოპი ამოიღეს.
„ეს არის ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანების მიმართ ძალადობა, დაშინება და ამას აკეთებენ იმისთვის, რომ მოქალაქეებმა შეწყვიტონ პროტესტის გამოხატვა“, - თქვა ილია ღლონტმა.
სოციალურ ქსელ Facebook-ში შექმნილი ჯგუფი „დაიტოვე“ 237 ათასამდე წევრს აერთიანებს. „დაიტოვეში“ მოქალაქეები აზიარებენ ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ, ერთმანეთს ეხმარებიან და სხვადახვა აქტივობას აორგანიზებენ.
გუშინ, 3 დეკემბერს, კრიმინალურმა პოლიციამ აქტივისტ დოდი ხარხელის პირადი ჩხრეკა ჩაატარა. მას ქუჩაში, შვილის საბავშვო ბაღში დატოვების შემდეგ დახვდნენ. პარალელურად ჩხრეკა მიმდინარეობდა აქტივისტის საცხოვრებელ ბინაში. ამ შემთხვევაში შსს-მ ჩხრეკის საბაბად რამდენიმე თვის წინ, დოდი ხარხელის ყოფილი მეუღლის უჩა აბაშიძის საქმეზე დაწყებული გამოძიება დაასახელა.
„ყველაფერი, რაც ახლა ხდება ქვეყანაში, არის დაკავშირებული იმ პროცესებთან, რაც ახლა მიდის ქუჩაში. ეს ყველაფერი ეხება იმ არაკანონიერ გადაწყვეტილებებს, რასაც იღებს ეს დე ფაქტო ხელისუფლება და ყველანაირად ცდილობს, შეინარჩუნოს თავისი სტატუსი და დააშინოს ყველა, ვინც საერთოდ ხმას იღებს“, - განაცხადა დოდი ხარხელმა საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ.
