„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამეურნეო სამსახურის თანამშრომელს, დავით ოსიყმაშვილს უცნობი პირები საცხოვრებელ სახლთან თავს დაესხნენ სცემეს. ამის შესახებ ინფორმაცია პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა და თბილისის საკრებულოში ფრაქციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ნადირაძემ გაავრცელეს. ნადირაძის თქმით, დავით ოსიყმაშვილს კლინიკა „ვივამედში“ ქირურგიული ოპერაციის ჩატარება დასჭირდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
„გატეხილი აქვს ცხვირი, ტვინის შერყევა აქვს, როგორც ვიცი. შესაძლოა, სახის ძვლებიც დამტვრეული ჰქონდეს. ეს ადამიანი არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამეურნეო თანამშრომელი, მათ შორის, მიტინგების, აქციების, სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხების ერთ-ერთი ორგანიზატორია ხოლმე.
პარტიის ოფისიდან ბრუნდებოდა სახლში, სახლთან მისულმა გააჩერა მანქანა და სადარბაზოში შესვლის დროს ორი ადამიანი, რომელიც ერთი საათი ელოდა მას, ზურგიდან დაესხა თავს. ამას არაერთი თვითმხილველი ჰყავს. თავში ჩაარტყეს, დააგდეს, უმოწყალოდ სცემეს ისე, რომ სიტყვა არ უთქვამთ და გაიქცნენ“, - განაცხადა ნადირაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
ირაკლი ნადირაძის ინფორმაციით, დავით ოსიყმაშვილი ანგარიშსწორებას მის პოლიტიკურ და პარტიულ საქმიანობას უკავშირებს.
„არანაირი კონფლიქტი ამ ადამიანს არავისთან არ ჰქონია. ამ ფაქტის შესახებ ზუსტად მას შემდეგ გავიგეთ, რაც ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს ასევე ვერაგულად დაესხნენ თავს. ერთი ერთშია ხელწერა. ზუსტად ასე იქცევიან პუტინისტები რუსეთში, როდესაც თავს ესხმიან ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების, პარტიების წარმომადგენელბს. ეს არის მიზანმიმართული კამპანია - მათ იციან, რომ ხალხის მხარდაჭერა აღარ გააჩნიათ და მხოლოდ მუქარის, ძალადობის და მუქარის იმედი აქვთ“, - აღნიშნა ნადირაძემ.
27 ივნისს თბილისში თავს დაესხნენ ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელსა და წამყვანს მიშა მშვილდაძესაც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორივე შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
