ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელს და წამყვანს, მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ. მშვილდაძის თქმით, შემთხვევა თბილისის ცენტრში, სუპერმარკეტის შესასვლელში მოხდა და თავდამსხმელმა პატრიარქი ახსენა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 2024 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ჩინური კომპანია დარეგისტრირდა
- 2 ზურაბ ჯაფარიძე დააპატიმრეს „ქართული ოცნების“ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო
- 3 ნენსკრას, ხუდონის, ნამახვანის ჰესების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია - კობახიძე
- 4 კრიტიკული არხების ცენზურა - „ქართული ოცნება“ ტვ პირველს და ფორმულას უჩივის
- 5 „ქართული ოცნების“ დროშის დაწვის შემდეგ აქციის მონაწილე უჩა ქემაშვილი დააკავეს
- 6 ტრამპი ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - ყაველაშვილის პრესსამსახური
„უცნობი პირი დამესხა თავს „კარფურის“ შესასვლელში. ყურსასმენები მეკეთა და მუსიკას ვუსმენდი, არც გამიგია, თუ მანამდე რამე დამიძახა. გვერდით ჩავუარე უბრალოდ, ორი პიროვნება იდგა, არ დავკვირვებივარ. ვეჭვობ, რომ ერთ-ერთი მათგანი გამომეკიდა და პირდაპირ შესასვლელში, სახეში მუშტი დამარტყა. მერე კიბეს ფეხი წამოვკარი და წავიქეცი, წამოდგომა ვერ მოვახერხე და ის უკნიდან ცდილობდა, რომ ერტყა. დაახლოებით 15-20 წამი გრძელდებოდა ეს. შეძახილი, რაც გავიგონე, ყურსასმენი რომ მოვიხსენი, ახსენა პატრიარქი, „შენ პატრიარქს როგორ აგინებ“, თუ რაღაც მსგავსი“, - ამბობს მშვილდაძე, რომელსაც სახეზე დაზიანებები აღენიშნება.
თავდასხმა სავარაუდოდ სუპერმარკეტის შესასვლელში არსებულმა სამეთვალყურეო კამერებმა დააფიქსირეს. მიშა მშვილდაძის თქმით, სამართალდამცავების მხრიდან რეაგირება სწრაფი და ადეკვატური იყო.
„ჯერჯერობით ყველაფერი მიმდინარეობს ადეკვატურად და იმედი მაქვს, ასე გაგრძელდება. თუ პოლიციის ადეკვატურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, მაშინ უნდა გაიზარდოს ალბათობა იმისა, რომ ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი იყო და დამნაშავეები მოქმედებდნენ წინასწარ დაპირების და ხელშეწყობის პირობებში“, - აღნიშნა მიშა მშვილდაძემ.
ამ დროისთვის უცნობია, რა კვალიფიკაციით დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება.
