ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელიც 8 თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაშია, სახაროვის პრემიის ნომინანტებს შორის დაასახელეს. ის პრემიაზე 66-მა ევროპარლამენტარმა წარადგინა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 2 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 3 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 4 საქსტატის თანახმად, საქართველოში საშუალო ხელფასი 2271 ლარია
- 5 სუს-ის ყოფილი უფროსის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს
- 6 ევროკომისია: საქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი
მზია ამაღლობელის და საქართველოს პრო-დემოკრატიული საპროტესტო მოძრაობის სახაროვის პრემიაზე წარდგენის ინიციატორი ევროპარლამენტარი რასა იუკენვიჩიანე იყო.
„საქართველოსთვის ასეთი აღიარება უფრო მეტი იქნება, ვიდრე სიმბოლური მნიშვნელობის - მას შეუძლია რეალური ცვლილება მოახდინოს“, - განაცხადა იუკნევიჩიანემ.
2025 წელს სახაროვის პრემიის ფინალისტები არიან:
- მზია ამაღლობელი - საქართველო
- ბუდაპეშტის პრაიდი - უნგრეთი -
- კონფლიქტის ზონებში მოღვაწე ჟურნალისტები და ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები - პალესტინის პრესის ასოციაცია, პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება (PRCS) და გაეროს დახმარებისა და სამუშაოების სააგენტო (UNRWA) - პალესტინა
- ჟურნალისტები პალესტინაში - პალესტინა
- ჩარლი კირკი - ამერიკის შეერთებული შტატები
- ანდჟეი პოცობუტი - ბელარუსი
- ბუალემ სანსალი - ალჟირი
- სერბი სტუდენტები - სერბეთი
16 ოქტომბერს ცნობილი გახდება სახაროვის პრემიის სამი ფინალისტის ვინაობა, ხოლო დეკემბერში სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაირკვევა, ვის გადაეცემა პრემია.
საბჭოთა დისიდენტი ფიზიკოსისა და პოლიტიკოსის, ანდრეი სახაროვის სახელობის პრემია 1988 წელს დაწესდა. ის გადაეცემა იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს იცავენ.
სახაროვის პრემიის მფლობელებს შორის არიან ნელსონ მანდელა, მალალა იუსაფზაი, უკრაინელი ხალხი, რუსეთში დაფუძნებული ორგანიზაცია „მემორიალი“, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, ირანული მოძრაობა „ქალი, სიცოცხლე თავისუფლება“ და ჰამსა ამინი.
2023 წელს, ევროპარლამენტართა ნაწილმა სახაროვის პრემიაზე პროევროპელი ქართველი ხალხიდა საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია წარადგინა.
