ევროპარლამენტმა 2022 წლის სახაროვის პრემია გადასცა უკრაინელ ხალხს, რომელსაც პრეზიდენტი, არჩეული ლიდერები და სამოქალაქო საზოგადოება წარმოადგენს. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 3 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 4 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 5 დააკავეს სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ანდრია ლილუაშვილი
- 6 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
მეცოლას თქმით, ბოლო ცხრა თვეა, ევროპარლამენტი და მსოფლიო ხედავს უკრაინელების გმირულ ბრძოლას თავიანთი თავისუფლების, სახლებისა და ოჯახების დასაცავად.
„მაგრამ, ასევე, უკრაინელები რისკავენ სიცოცხლეს ევროპისთვის, რათა დაიცვან ის ღირებულებები, რისიც ყველას გვჯერა - თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა. არავინ იმსახურებს ამ ჯილდოს უფრო მეტად. ეს ჯილდო იმ უკრაინელებისთვისაა, რომლებიც ადგილზე იბრძვიან, მათთვის, ვინც იძულებულნი გახდნენ, გაქცეულიყვნენ, მათთვის, ვინც დაკარგეს ნათესავები და მეგობრები, ყველასთვის, ვინც დგას და იბრძვის იმისთვის, რისიც სჯერა. ვიცი, რომ მამაცი უკრაინელი ხალხი არ დანებდება და არც ჩვენ დავნებდებით“, - თქვა მეცოლამ.
წელს სახაროვის პრემიის ფინალისტებს შორის ასევე იყვნენ „ვიკილიქსის“ თანადამფუძნებელი ჟულიან ასანჟი და კოლუმბიის სიმართლის კომისია.
„მადლობელი ვარ უკრაინელი ხალხისთვის სახაროვის პრემიის მინიჭების გამო. უკრაინელები თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებებისადმი ერთგულებას ყოველდღიურად ამტკიცებენ ბრძოლის ველზე ტერორისტული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამ გზაზე ევროპელი ქვეყნების მხარდაჭერა უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
პრემიის გადაცემის ღონისძიება 14 დეკემბერს, სტრასბურგში გაიმართება.
საბჭოთა დისიდენტი ფიზიკოსისა და პოლიტიკოსის, ანდრეი სახაროვის სახელობის პრემია 1988 წელს დაწესდა. ის გადაეცემა იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს იცავენ. გასულ წელს პრემია რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ალექსეი ნავალნიმ მიიღო, ხოლო 2020 წელს - ბელარუსის დემოკრატიულმა ოპოზიციამ. პრემიის ოდენობა 50 ათას ევროს შეადგენს.
