რესპუბლიკელი კონგრესმენი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი გამოეხმაურა ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის უკანონოდ დაკავებას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 4 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 5 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 6 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
„მზია ამაღლობელი და ივანიშვილის რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს! უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები!“, - დაწერა კონგრესმენმა პლატფორმა X-ზე.
ჯო უილსონმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა და განცხადა, რომ მას მოუყვა „ივანიშვილის რეჟიმის მიერ თავისუფლებაზე თავდასხმისა და კორუფციული გარიგებების შესახებ ჩინეთის კომუნისტური პარტიასა და ირანის რეჟიმთან, რომელიც მის მკვლელობას გეგმავდა“.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს, ბათუმში დააკავეს. თავდაპირველად, მისი დაკავება აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, საპროტესტო აქციაზე, პლაკატის გაკვრის გამო მოხდა. დაახლოებით ორ საათში ის და კიდევ სამი ქალი აქტივისტი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა, მალევე ხელახლა დააკავეს ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის საბაბით. სამი საათის განმავლობაში ადვოკატებს მასთან შეხვედრის უფლებას არ აძლევდნენ. სახალხო დამცველის წარმომადგენელს მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ მის მიმართ არასათანადო მოპყრობას ჰქონდა ადგილი.
პროკურატურამ მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
„ბათუმელებმა“ გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ მზია ამაღლობელს დაკავების შემდეგ პოლიციელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. მას თავად ბათუმის პოლიციის უფროსიც აგინებდა და ემუქრებოდა. „სისხლით... ბო*იშვილი ვიყო სისხლით დავიჭერ... ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“, - ისმის ვიდეოში.
პროკურატურამ მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროცესი ხვალ, 14 იანვარს, 11:00 საათზე გაიმართება.
12 იანვარს „ბათუმელების“ ოპერატორი და ფოტოგრაფი გურამ მურვანიძეც დააკავეს. მან ადვოკატს უთხრა, რომ ირაკლი დგებუაძის დავალებით დააკავეს იმ დროს, როდესაც პოლიციელების მიერ აქციის მონაწილეთა დაკავების კადრებს იღებდა.
