მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრი კომპანიები - „სავანეთი“, „დილა“, „კოდა“ და „კუმისი“ აცხადებენ, რომ მათ მიერ წარმოებულ კვერცხზე ფასის 5%-ით შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს. ეს იმ ფონზე, როდესაც წლის დასაწყისში კვერცხი დაახლოებით 2-2.5 თეთრით გაძვირდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
„აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის გათვალისწინებით, რომელიც სასურსათო პროდუქციის ფასების შემცირებას უკავშირდება.
ასოციაციის წევრი კომპანიები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ სახელმწიფო პოლიტიკას, რომელიც ფასების კლებასა და მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად“, - წერია კვერცხის მწარმოებლების განცხადებაში.
ამასთან, კომპანიები აღნიშნავენ, რომ ფასების შემცირების გადაწყვეტილება გარკვეულ რისკებს შეიცავს მარჟებთან მიმართებით. მათი თქმით, „პროდუქციის ფასის მცირედი მერყეობა შესაძლებელია იყოს წლის განმავლობაში და პირდაპირ დამოკიდებულია მსოფლიო ბაზარზე არსებულ ნედლეულის ფასზე“.
„თუმცა ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება აღნიშნული რისკების მართვა და დაბალანსება“, - აცხადებენ კომპანიები.
ისინი იმედოვნებენ, რომ „მთავრობის აქტიური მუშაობა რითეილ სექტორთან, ფასნამატების შემცირების მიმართულებით, გავლენას მოახდენს პროდუქციის საბოლოო ფასსა და ხელმისაწვდომობაზე“.
გასული წლის ბოლოს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ამბობდა, რომ ქართულ სუპერმარკეტებში სასურსათო პროდუქციის ფასები ევროპულ ფასებს მნიშვნელოვნად აღემატება. ირაკლი კობახიძემ მაღალი ფასები საცალო ქსელების და დისტრიბუტორი კომპანიების მოგების მაღალ მარჟებს დაუკავშირდა. მისი თქმით, პროდუქტზე ფასნამატი და მიმწოდებლისთვის დაკისრებული ფინანსური ტვირთი იმდენად დიდია, რომ ქართველი მწარმოებლებისთვის ხშირად უფრო მომგებიანია, საკუთარი პროდუქცია არა ქართულ მარკეტებში გაყიდონ, არამედ საზღვარგარეთ ექსპორტზე გაიტანონ.
კობახიძის მოწოდების შემდეგ საკითხის შესწავლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო, „ქართული ოცნების“ პარლამენტში კი 14-წევრიანი დროებითი კომისია შეიქმნა.
აღსანიშნავია, რომ საკვებ პროდუქტებზე ფასები „ქართული ოცნების“ პრემიერის განცხადების შემდეგაც გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, იანვარში კვერცხი 8.6%-ით გაძვირდა.
