საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 1.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8% შეადგინა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 3 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 4 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 5 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
- 6 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.6%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.55 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები 20.5%-ით არის მომატებული თევზეულზე, ხილი და ყურძენი 16.9%-ით გაძვირდა, პური და პურპროდუქტები კი – 14.3%-ით. შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 10.2%-ითაა გაძვირებული, ხოლო ხორცი და ხორცის პროდუქტები – 9.7%-ით.
ფასებმა 9.4%-ით მოიმატა ყავაზე, ჩაისა და კაკაოზე, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე კი – 8.8%-ით. ზეთი და ცხიმი 8.7%-ით გაძვირდა, რძე, ყველი და კვერცხი – 8.6%-ით, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები კი 6.8%-ითაა გაძვირებული.
საქსტატის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები მომატებულია 8.3%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.68 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები 9%-ით მომატებულია საავადმყოფოების მომსახურებაზე, სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა 8.3%-ით გაძვირდა, ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება კი – 7.7%-ით.
სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.4%-ით, რაც 0.35 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (37.9%), დაზღვევა (8.5%), პირადი ჰიგიენა (4.2%).
სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფში ფასები გაზრდილია 8.1%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.26 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ღამის გასათევით მომსახურებაზე (10.2%), ისე საზოგადოებრივ კვებაზე (7.8%).
ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.5%-ით, რაც 0.23 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. მოცემულ პერიოდში ფასები, ძირითადად, გაზრდილია თამბაქოს ნაწარმზე – 6.6%-ით.
