პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის განხილვის დაწყებამდე, საპარლამენტო ოპოზიციამ ბრიფინგი გამართა და „ქართულ ოცნებას“ კანონპროექტის დაუყოვნებლივ უკან გაწვევისკენ მოუწოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 2 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 3 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 4 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
- 5 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 6 თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საქართველოში ჩამოვარდა C130 თვითმფრინავი
„დღეს ივანიშვილის პარტია მორიგ ჯერზე ცდილობს, შემოიტანოს რუსული კანონი პარლამენტში ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მკაცრი გაფრთხილებების მიუხედავად, რუსული კანონი, რომელიც ემსახურება საზოგადოების დაყოფას და დაპირისპირებას, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟირებას.
ჩვენ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გაიწვიოს ივანიშვილის პარტიამ რუსული კანონი და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აღნიშნული კანონი არ მიიღოს საქართველოს პარლამენტმა. ჩვენი მიზანია დავიცვათ ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი, დავიცვათ საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი, რომელიც ამბობს: კი ევროპას, არა რუსულ კანონს“, - განაცხადა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინათინ ბოკუჩავამ.
დეპუტატ არმაზ ახვლედიანის თქმით, საპარლამენტო ოპოზიცია ერთიანია, როგორც არასდროს, და არავის მისცემენ უფლებას, „კრემლის მიერ შეკვეთილი სცენარით“ საქართველოში არეულობა მოხდეს.
ოპოზიციის წევრები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რუსული კანონის გასაპროტესტებლად პარლამენტთან შეიკრიბონ.
„დღეს წყდება არა მხოლოდ კანონის განხილვა საქართველოს პარლამენტში, არამედ დღეს ჩვენი ქვეყანა არის ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური არჩევანის წინაშე. ამიტომ, ყველას გთხოვთ და მოგიწოდებთ, ვისაც როდის შეგიძლიათ, მობრძანდით საქართველოს პარლამენტთან. ვისაც ნამდვილად აინტერესებს, სად იქნება საქართველო რამდენიმე წელში, მობრძანდით, გააპროტესტეთ და ნამდვილად გააგონეთ თქვენი ხმა „ქართულ ოცნებას“, - თქვა „რეფორმების ჯგუფის“ ხელმძღვანელმა, ხატია დეკანოიძემ.
„მნიშვნელობა არ აქვს რომელ პარტიას უჭერთ მხარს, ვის მიეცით ხმა უკანასკნელ არჩევნებში. თუ თქვენი შვილებისთვის ევროპული მომავალი გინდათ, მოდით დღეს პარლამენტთან. დღეს, როგორც არასდროს, ამ ქვეყნის შემდეგი თაობების მომავალი არის თითოეული ჩვენთაგანის ხელში“, - აღნიშნა „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „ქართული ოცნების“ მიერ ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონს განიხილავს. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებით, უსაფრთხოების ე.წ. ყვითელი დონე გამოცხადდა და საკანონმდებლო ორგანოში შესვლა აეკრძალათ ონლაინ მედიასაშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს.
